„შემოჭრის პირველ დღეს მთელმა უკრაინამ სარაკეტო თავდასხმის ხმაურით გაიღვიძა და მას შემდეგ არ სძინებია“, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თემთა პალატას.
„პირველ დღეს მთელმა უკრაინამ სარაკეტო თავდასხმის ხმაურში გაიღვიძა და მას შემდეგ არ სძინავს. ვიბრძვით ხმელეთსა და ზღვაზე. საბოლოოდ მთელმა მსოფლიომ დაინახა ვინ არიან დიდი ადამიანები და ვინ უბრალოდ ცხოველები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტ ზელენსკიმ თემთა პალატის წარმომადგენლებთან ვიდეომიმართვაში აგრესორი ქვეყნის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა.
ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვებისა და მოხუცების მოკვლის ფაქტებზე ისაუბრა.
ზელენსკიმ რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან ატომურ ელექტროსადგურზე იერიშის მიტანაზეც ისაუბრა.
„შემოჭრიდან მეხუთე დღეს აშკარა ტერორი იყო სახეზე, ქალაქებზე, სკოლებზე, საავადმყოფოებზე ბომბით მიიტანეს იერიში. ნაცისტებმა ათასობით ადამიანი მოკლეს. მეშვიდე დღეს დაანგრიეს ჩვენი წმინდა სალოცავები.
მერვე დღეს მთელმა მსოფლიო დაინახა, რომ რუსული ტანკები ესროდნენ ატომურ ელექტროსადგურს, ეს იყო ყველაზე დიდი ტერორი კაცობრიობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ალიანსები არ მუშაობენ და ცის დახურვაც არ შეუძლიათ“.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრიტანელ პოლიტიკოსებს შეუიარაღებელი ხელით რიგითი უკრაინელების პროტესტის შესახებაც უამბო.
მან ასევე ბავშვთა ონკოლოგიური საავადმყოფოს დაბომბვის შესახებაც ისაუბრა.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბლოკილ მარიუპოლში მეცამეტე დღეს, ბავშვი გაუწყლოების შედეგად გარდაიცვალა. ისინი არ უშვებენ ხალხს, არ აძლევენ წყლის ან საკვების მიტანის საშუალებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბორის, მადლობა ჩემო მეგობარო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოს აღიარება მოითხოვა.