ზელენსკი: ჩვენი ბრძოლა ნაცისტების წინააღმდეგ ომს ჰგავს

March 8, 22:03
0
332

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრებს სიტყვით მიმართა.

ზელენსკიმ მიმართვისას განაცხადა, რომ ის მოხარულია მიმართოს დიდებული ქვეყნის მოქალაქეებს.

მან უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრიტანეთის ძალისხმევას შეადარა.

”თქვენ არ გინდოდათ თქვენი ქვეყნის დაკარგვა, როდესაც ნაცისტებს სურდათ მისი აღება და თქვენ მოგიწიათ ბრძოლა ბრიტანეთისთვის”, – განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა “გმირული” ძალისხმევა რუსული ძალების წინააღმდეგ.

Cesko