“ზელენსკი, არ გამოვიდა შენგან პოლიტიკოსი…უნდა გაგაწბილოთ: ქართველი ხალხის უმეტესობას უნდა მშვიდობა საკუთარ ქვეყანაში”

March 7, 22:20
0
1639

სამოქალაქო აქტივისტი მაია ელოშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

ზელენსკი, არ გამოვიდა შენგან პოლიტიკოსი…
შენ დაუბრუნე მიშას უკანონოდ მიცემული და მერე ჩამორთმეული მოქალაქეობა. სხვათაშორის, პუტინის საჯარო მითითებით.
შენ შეიფარე ნაცი კრიმინალები, აღაზევე შენს კარზე და ფული აკეთებინე.
შენ მიეცი უფლება სააკაშვილს, მანდედან ერყია ქვეყნის სტაბილურობა და ჩარეულიყო სხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.
შენ და შენმა წინამორბედმა, რამდენჯერ გათელეთ ფეხქვეშ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და კეთილმეზობლობა.
არცერთ ჩვენს ომში, უკრაინა არ ჩართულა ოფიციალურ დონეზე და არ გამოუგზავნია ჩვენთვის საჯარისო შენაერთები და მოხალისეები.
2008 წელს, მიშამ, საკუთარი შვილის ნათლია, იუშჩენკო ჩამოიყვანა თავის გადასარჩენად და წაგებული ომი აზეიმა. ეს არ იყო საქართველოს დახმარება. ეს კრიმინალი სააკაშვილის გადარჩენა იყო მეგობრის მიერ.
შენ გააკეთე განცხადება, რომ ქართველი ხალხი სხვანაირად ფიქრობს, ვიდრე მთავრობა.
უნდა გაგაწბილოთ ბატონო ზელენსკი. ქართველი ხალხის უმეტესობას უნდა მშვიდობა საკუთარ ქვეყანაში და ემხრობა მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და სიფრთხილეს რუს ოკუპანტთან მიმართებაში.
არცერთი ქვეყნის მთავრობას ოფიციალურ დონეზე არ გამოუგზავნია არც ჯარი, არც მოხალისეები უკრაინაში, რადგან ეს ნიშნავს ომის გამოცხადებას რუსეთისთვის.
⁉️ შენ, 44 მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტი, 3,5 მილიონ ქართველს, 20% ოკუპირებულ ქვეყანას, სთხოვ ომში ჩაბმას და საკუთარი ქვეყნის განადგურებას.
და ვინ ხარ შენ, ზელენსკი და რა უფლებით ითხოვ საქართველოს რუკიდან წაშლას?
მე ვიცი ვინც ხარ და ვისი სცენარის ნაწილიც ხარ…
ნებისმიერი, ვინც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის და მისი ბანდის ხელისუფლებაში მობრუნებას, არის ქართველი ხალხის მტერი…
ზელენსკი, შენ ხარ პოლიტიკური მასხარა და პროვოკატორი…
❗იქნებ მივხვდეთ, ვის აწყობს ერთი ბედის ქვეშ მყოფი ქვეყნების დაპირისპირება და შესაბამისად მოვიქცეთ?..
❗იქნებ, გავაანალიზოთ, რატომ გაიწვია ელჩი საქართველოდან და არა ისრაელიდან, უნგრეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, ბელორუსიიდან???
⁉️ იქნებ, დავფიქრდეთ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, რატომ არ გაიწვია უკრაინამ თავისი ელჩი რუსეთიდან???
❗იქნებ, ჯერ საკუთარი ქვეყნის სიყვარული ვისწავლოთ და მერე სხვისი?..
❗იქნებ, ჯერ ერთმანეთი შევიყვაროთ და მერე სხვა?..
სოლიდარობა უკრაინელ ხალხს…

Cesko