49 Views
ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე შესაძლო პროვოკაციის მოწყობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„ავაზაკი სააკაშვილის სექტა მუდმივად ცდილობს საქართველოში არეულობის ხელოვნურად წარმოქმნას.
ამჯერად 27 თებერვალს, საქართველო-რუსეთის სარაგბო შეხვედრის ფარგლებში. დესტრუქციული ნაცსექტის დაქირავებული ზონდერები ვითომ გააპროტესტებენ რუს ოკუპანტებს, რეალურად კი იქნება რუსეთის ნაკრების მოთამაშეების პროვოცირება.
ცხადია, ამ ხელოვნურ ორომტრიალში იქნება რაც შეიძლება მეტ ქართველ გულშემატკივართა ჩართვის მცდელობა.
სააკაშვილის ფასიანო გარეწრებო, სადაც მე ვიცი ამ ვერაგ გეგმაზე, უფრო მეტია ცნობილი შესაბამის სამსახურებში. საქართველოში არეულობას ვერასდროს შეძლებთ!“ – წერს აბაშიძე.