რუსთავში კოსტავას გამზირზე, ალიევის სკვერის მიმდებარედ ერთმანეთს “ბეემვესა” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. შეჯახების შემდეგ “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა, გაზის მილი მოგლიჯა და ცეცხლი გაუჩნდა.
თვითმხილველები “ინფო რუსთავთან” აცხადებენ რომ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან 4 ახალგაზრდა გადმოიყვანეს. 4 ადამიანი (2 ბიჭი და 2 გოგო) იმყოფებოდა “მერსედესის” მარკის ავტომობილში, ხოლო “ბეემვეს” მარკის ავტომობილში 1 ბიჭი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და სოკარ გაზის თანამშრომლების ეკიპაჟები.
გაზის გადაკეტვის შემდეგ ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
“ინფო რუსთავს” ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.