„ზუსტად 5 წლის წინ ამ დროს ჩემი შვილი კვდებოდა…” – მაია ასათიანი, რომელმაც ახლახან კორონავირუსი გადაიტანა, ემოციურ წერილს აქვეყნებს

0
650
131 Views

ტე­ლე­წამ­ყვან მაია ასა­თი­ა­ნის შვი­ლის, ნუ­ცას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 5 წელი გა­ვი­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

“ზუს­ტად 5 წლის წინ , ამ დროს ჩემი შვი­ლი კვდე­ბო­და…მე ჯერ არა­ფე­რი ვი­ცო­დი და აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვგეგ­მავ­დი გა­და­ცე­მას, რო­მე­ლიც მე­ო­რე დღეს უნდა ჩა­მე­წე­რა… მა­შინ ჯერ არ ვი­ცო­დი, რომ მერე, ყო­ველ წელს ამ დღეს მოვ­კვდე­ბო­დი და მერე თა­ვი­დან ვის­წავ­ლი­დი ცხოვ­რე­ბას, რომ ყვე­ლა, ვი­საც არ და­ე­ზა­რე­ბო­და ჩემს ტრა­გე­დი­ა­ზე თა­ვის აზრს მო­მახ­ვევ­და თავ­ზე – “მო­ნას­ტრში წა­დით და­წყე­ბუ­ლი, შვილმკვდა­რი ქალი ასე არ უნდა იქ­ცე­ო­დეს, დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მე კი ჩემი და­ხუ­რუ­ლი სამ­ყა­რო მექ­ნე­ბო­და, ჩემი პი­რა­დი ბრძო­ლის სამ­ყა­რო, სა­დაც ჩემი, მარ­ტო მე რომ ვიცი, ისე­თი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი და და­მარ­ცხე­ბე­ბი მაქვს. ბევ­რი რამ მას­წავ­ლა ჩემ­მა ტრაგრდი­ამ: რომ წაქ­ცე­უ­ლი ყვე­ლას უყ­ვარ­ხარ, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი, რომ სი­ცო­ცხლე­ში დარ­ჩე­ნა ჯო­ბია-ზე­ზე­უ­რად სიკ­ვდილს! რომ დრო ტკი­ვილს ვე­რა­ფერს უხერ­ხებს, უბ­რა­ლოდ მას­თან ერ­თად სწავ­ლობ ცხოვ­რე­ბას. და მე ეს ვის­წავ­ლე….ეს 5 წელი, ჩემი სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის დროა და მე ეს შევ­ძე­ლი. სი­ცო­ცხლე ავირ­ჩიე,რად და­მიჯ­და ეს, მხო­ლოდ მე და ნუ­ცამ ვი­ცით!” – წერს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი “ინ­სტაგ­რამ­ზე”

Cesko