რა და როგორ უნდა გავაკეთოთ დღეს, 22.22 საათზე?

0
685
33 Views
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ჩემო მეგობრებო!
ყველაფერს რასაც ახლა დავწერ გააკეთეთ
 მხოლოდ და მხოლოდ
უდიდესი რწმენითა და სათნოებით !!!
მაშ ასე,
შეგახსენებთ, რომ
დღეს ყველაზე ძლიერი სარკისებური თარიღის დღეა!
22. 02. 2022
მთვარის 22-ე დღე
ასეთი დღე მხოლოდ 180 წლის შემდეგ განმეორდება.
ეს გახლავთ გარდამტეხი წერტილი თითოეული ჩვენგანის ბედ-იღბალში…
და აი რატომ,
სარკისებური თარიღი, ცვლილებების ენერგიებით არის აღსავსე,
ეს პერიოდი
გაყოფს სამყაროს ,,დო ი პოსლე “ ანუ ,,-მდე “ და ,,შემდეგ “
პერიოდებად…
ამიტომ ნუმეროლოგები გვირჩევენ მოვემზადოთ და ვიყოთ განსაკუთრებულად ყურადღებიანები ამ დღეს…
მთელი დღის განმავლობაში ძააალიან შედეგიანია ლოცვა თქვენი სიტყვებით..
ძალიან შედეგიანია პატიების თხოვნა ყველასადმი და სამყაროსადმი (მითუმეტეს თუ ვინმეს გული ატკინეთ მათთანაც დაალაგეთ სიტუაცია)..
ძაალიან შედეგიანია უპირობო და უანგარო სიყვარულის გაგზავნა …გულწრფელი ვრძნობით ყველასადმი და სამყაროსადმი…
რადგან
ეს გახლავთ ყველასთვის ცხოვრებისეული გრანდიოზული ცვლილებების მოზიდვის შესაძლებლობა
ან
უარესისკენ და ან უკეთესობისკენ,
გააჩნია ჩვენს შინაგან განწყობას, ფიქრებს, აზრებს…
ხალხო თუ თქვენ წყენა და ნაღველი ვერ დაგივიწყებიათ და ვიღაცის მიმართ წყევლა და ბოროტი განზრახვა გაქვთ მომზადებული, (რაც არ უნდა მართალი იყოთ და სხვისგან გამწარებული), რას უნდა ელოდოთ სამყაროსგან, თქვენ როგორ ფიქრობთ?…
ასე, რომ დავფიქრდეთ რა გვირჩევნია
დავიწყოთ ახალი ცხოვრება სუფთა გულით, განწმენდილი ფიქრებით, სურვილებითა და აზრებით თუ
ძველ სიმძიმეში დარჩენას ვამჯობინებთ?
ასე რომ
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება სურვილებისა და სიტყვების მიმართ და მათ შერჩევაში დიდი სიფრთხილის გათვალისწინება!!!…
რადგან ამ დღეს სამყაროს შეუძლია ან გააუქმოს და მოგვაშოროს ჩვენი კარმული ვალები, ან გაზარდოს.
დღეს თავი შეიკავეთ წყენისგან, ეჭვიანობისგან, შურისგან, მძიმე საკვებისგან, ალკოჰოლისგან, თამბაქოსგან, აგრესიისგან, გინებისგან, წყევლისგან, ნეგატიური განწყობისა და ემოციებისგან…
განსაკუთრებით ცხელ გულზე ნაჩქარევად წამოსროლილი სიტყვებისგან…
შერიგდით… აპატიეთ… მიუტევეთ, პატიება ითხოვეთ, მოინანიეთ… მოეფერეთ და იზრუნეთ ერთმანეთზე…. ერთმანეთს მიმართეთ თბილი სიტყვებით, ყველას სადაც მიგიწვდებათ , თუნდაც სოციალურ ქსელში უთხარით რომ გიყვართ და ყველას სიკეთეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას , სინათლეს, სულის სიმრთელესა და გაცნობიერებას უსურვებთ…
ეს ძალიან გაზრდის თქვენს ენერგეტიკულ სიხშირეებს მაღალ ვიბრაციებზე გადაგიყვანთ…
და ასევე
გაიზრდება ცხოვრებისეული ცვლილებების მოტივიც…
დღეს 22 საათსა და 22 წუთზე ანუ
საღამოს თერთმეტის 22 წუთზე
ვანთებთ 3 საეკლესიო სანთელს და
ხმამაღლა ვამბობთ ყველაზე სანუკვარ სურვილებს
ოღონდ ჯერ
ვაგზავნით მთელ სამყაროში
კეთილ სურვილებს:
პატიებას ვითხოვთ,
ჩვენც მივუტევებთ ყველას,
ვუსურვებთ ყველას : მშვიდობას, სულის სიმრთელეს, ჯანმრთელობას,
უპირობო და ძლიერ სიყვარულს, სიკეთეს, ბედნიერებას …
და
შემდეგ უკვე სურვილებს ვამბობთ
აქვე მინდა გაგაფრთხილოთ , რომ თუ თქვენი სურვილები ეკოლოგიურად სუფთა არ იქნება, აუცილებლად დაისჯებით, მაგალითად სხვისი ოჯახის დანგრევა … სხვისი ქმრის ხელში ჩაგდება და მისთანები….
ანუ თქვენი სურვილები სხვას არ უნდა აზიანებდეს!!!
არც ახლობლებს აე უნდა ზღუდავდეს და ავიწროვებდეს!
გახსოვდეთ, რომ ყველა თავის თავის უფალია და არუნდა ჩაერიოთ სხვის ცხოვრებაში!
დააცადეთ! ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი!…
ამიტომ ფრთხილად სურვილებთან!!!
შემდეგ დაჯექით და ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი გეგმები უახლოესი 1 წლის მანძილზე რაც გინდა რომ მოხდეს, უკვე
ახდენილ დროში, მაგალითად შესაძენი გაქვთ ბინა,
დაწერთ
მე ვიყიდე ბინა ამა და ამ ადგილზე
ამდენ ოთახიანი
ამ სართულზე …
კარგია თუ ასე დაწვრილებით დააკონკრეტებთ…
შეინახეთ ეს ფურცელი და პერიოდულად როდესაც ასრულდება რომელიმე სურვილი, დაუწერთ პლიუსს…
ამასობაში სანთლებიც ბოლომდე დაიწვება…
ამის შემდეგ რა მოხდება?
მოხდება ის, რომ ამ სურვილების განსახორციელებლად სამყარო გამოგიგზავნით მხოლოდ იმ სწორ ადამიანებს და გარემოებებს, რომელიც თქვენი სურვილების განხორციელებას დასჭირდება!
ასევე სანამ დასაღამოვდება
მანამდე
გათავისუფლდით ზედმეტი ,,ხლამისგან” ნივთებისგან სახლიდან, უჯრებიდან, დაალაგეთ და მოაწესრიგეთ ჩანთები, საფულეები, კარადები…
ასევე დაალაგეთ და მოაწესრიგეთ ის ადგილი სადაც გძინავთ,
ასევე (თუ გყავთ ) მანქანის სალონი დაალაგეთ და გადაყარეთ ზედმეტები…
ძალიან მნიშვნელოვანია
სურვილების წარმოთქმის დასრულებისას
მადლიერების გაგზავნა სამყაროსადმი, ყველაფრისათვის რაც იყო, არის და იქნება…
სიკეთე გქონოდეთ!..”
Cesko