მიხეილ ცაგარელმა 22 თებერვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა, რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს.
„ხვალ არის 22.02.2022, სარკისებრი თარიღი, რაც ხშირად არ ხდება. 22 საათსა და 22 წუთზე არის საუკეთესო პერიოდი, რომ რაღაც ჩაიფიქროთ, რაღაცაზე იოცნებოთ ან რამე კეთილი გააკეთოთ. რატომ? აქ კოსმოსი მინიშნებას გვაძლევს, რომ ხდება აკუმულაცია დიდი სასიკეთო ენერგიისა. არის იღბლიანი და ნაკლებად იღბლიანი დღეები.
ეს შემთხვევით არ ხდება. მთვარე მორიელის ზოდიაქოშია, საკრალურ ნიშანში. აქედან გამომდინარე, ეს არის პერიოდი, როცა სანთელი უნდა დაანთოთ, ჩაუთქვათ სურვილი და იოცნებოთ. პორტალი იხსნება სამყაროებს შორის. შეიძლება გქონდეთ რაიმე წინათგრძნობა, დაგესიზმროთ საოცარი სიზმარი, შეხვდეთ საოცარ ადამიანს… ნუ დავკარგავთ ამ პერიოდს. მე ასეთ რიტუალებზე ხშირად არ ვლაპარაკობ, თუმცა ეს იშვიათად ხდება“ – თქვა მიხეილ ცაგარელმა.