“მართლა დადგა ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე”- ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე

February 21, 23:07
0
394

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უვადო შიმშილობის დაწყებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა არაა იმ მდგომარეობაში, რომ მან მეორედ გადაიტანოს შიმშილობა, ახლა მართლა დადგა ის სიკვდილ – სიცოცხლის ზღვარზე.

მისი თქმით, ის არ იზიარებს სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ეს იქნება დიდი რისკის შემცველი მისი ჯანმრთელობისთვის, რადგან მესამე პრეზიდენტს პირველი შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობა ისედაც მძიმე მდგომარეობაში აქვს.

“დიდი რისკის შემცველი იქნება ეს იმიტომ, რომ ის პირველი შიმშილობა მძიმე იყო, მაგრამ ის იყო სრულიად ჯანმრთელი მაშინ სხვა რესურსი ჰქონდა ადამიანური და ახლა არის აბსოლუტურად სხვა რეალობა, იმიტომ რომ განახევრებული აქვს ჯანმრთელობა და ძალიან კრიტიკულია მისი მდგომარეობა, აქედან გამომდინარე არაფრის ვარაუდი არ შეგვიძლია კარგის…მაქვს უფლება, რომ ჩემი პოზიცია ვთქვა. სრულად არ ვიზიარებ, იმიტომ რომ მე ვიცი , წარმომიდგენია რაც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს და მართლაც ცუდ განწყობაზე ვარ იმიტომ, რომ მე არ ვიცი, ხვალ , ზეგ, მასზეგ როგორც განვითარდება მოვლენები, მას ძალიან მცირე რესურსი აქვს ჯანმრთელობის კუთხით, იმისა რომ გაძლოს ამ ვითარებაში. და ახლა რა თქმა უნდა ყველაზე მეტად სანერვიულო ეს ფაქტორი გახლავთ ვიდრე სხვა საკითხები.” – ამბობს ეკა ხერხეულიძე დღის სტუმრის ეთერში.

Cesko