“პირდაპირ ილაპარაკეთ – კი თუ არა?…მადლობა, დაჯექით” – დაძაბული დიალოგი პუტინსა და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს შორის 

0
715
37 Views

დაძაბული და უხერხული დიალოგი პუტინსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს შორის რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

 

სერგეი ნარიშკინს ეგონა, რომ უშიშროების საბჭოზე დონეცკისა და ლუგანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას განიხილავდნენ:

პუტინი: თქვენ მოლაპარაკების პროცესის დაწყებას გვთავაზობთ? თუ მათი სუვერენიტეტის აღიარებას? პირდაპირ თქვით

ნარიშკინი: მე დავუჭერ მხარს, რომ….

პუტინი: დაუჭერთ თუ უკვე უჭერთ? პირდაპირ ილაპარაკეთ – კი თუ არა?

ნარიშკინი: მხარს ვუჭერ წინადადებას, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ

პუტინი: ჩვენ ამის შესახებ არ ვსაუბრობთ, ჩვენ ამაზე არ ვმსჯელობთ ჩვენ განვიხილავთ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას

ნარიშკინი: დიახ. მე მხარს ვუჭერ წინადადებას მათი დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ

პუტინი: მადლობა, დაჯექით.

რუსეთის უშიშროების საბჭოზე დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავენ და როგორც პუტინი ამბობს, გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებენ.

Cesko