პუტინის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ

February 21, 21:45
0
349

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება დღეს იქნება მიღებული.

“დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების მიმართვა მათი სუვერენიტეტის აღიარების შესახებ და ამავე საკითხზე სახელმწიფო დუმის რეზოლუცია“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ცნობისთვის, დღეს, დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერებმა ოფიციალურად სთხოვეს პუტინს აღიაროს რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.

Cesko