დიზაინერი, გიორგი მასხულია სცემეს – ,,გთხოვთ, ხალხო, დამიდექით გვერდით, რა დავაშავე, რა უნდა ჩემგან”

0
1167
45 Views

დიზაინერ გიორგი მასხულიას თავს დაესხნენ და სცემეს. ის გუშინ გვიან ღამით კლინიკაში მოხვდა. მისი თქმით, ცემისას მას უთხრეს, რომ ეს რობერტო მავანისგან იყო. შეგახსენებთ, რომ უკვე წლებია მათ შორის დაპრისპირება გრძელდება.

,,არ გეგონოთ, ვინმეს თავს გახვევდეთ რამეს, უბრალოდ მინდა, გვერდით დამიდგეთ, სამი ადამიანი მირტყამდა გამეტებით კლუბ ,,ოთახთან”, დაცვაც ეხმარებოდა და ასე მითხრეს, ეს მავანისგანო, რა დავუშავე ამ კაცს, 5 წელია და მეტი, რაც ჟურნალისტურ დევნას ახორციელებს ჩემზე. სამართალი არ არსებობს. რა უნდა ჩემგან ამ ადამიანს, რას მერჩის, მიიღეთ ზომები, დამიდექით გვერდით, გთხოვთ, ხალხნო, ნუთუ არ დაიღალეთ ხალხის ბულინგით, ცემით, მკვლელობით, მაინცდამაინც თავი მოვიკლა ამ ადამიანის გამო? გთხოვთ, დამიდექით გვერდით”.

ვიოდეოდან და ფოტოებიდან ჩანს, რომ მას სახის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ჯერჯერობით შსს-ს კომენტარი არ გაუკეთებია.

Cesko