“მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმები ვიქნებოდით ..!”-ნიკა მელია

0
699
25 Views

“მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმები ვიქნებოდით – ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან მეტის მოლოდინი ჰქონდა”, – ასე უპასუხა  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში ხომ არ მოიაზრებდა ზელენსკი საქართველოს?

“მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მიწევს ამის აღიარება, რომ დიახაც, ნაგულისხმევი ვიქნებოდით. ბატონ ზელენსკის მეგობარი სახელმწიფოსგან ჰქონდა მეტის მოლოდინი და მესმის, რომ ის ფრჩხილებს არ ხსნის, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საზოგადოებამ ხომ ვიცით. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, საზოგადოების მხრიდან არის დიდი სოლიდარობა და საქართველოს მოქალაქე აკეთებს იმას, რომ უკრაინელ ხალხს გააგონოს მისი სოლიდარობის ხმა, რასაც უნდა აკეთებდეს წესით და რიგით ამ სახელმწიფოს ხელისუფლება.

სამწუხაროდ, ეს რეალობა უკრაინელებისთვის და ქართველებისთვის არის არასახარბიელო. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია უკრაინის მიმართ, თავად მოდით, საქართველოს მოქალაქემ განსაჯოს რამდენად ადეკვატურია დუმილი, რამდენად ადეკვატურია განცხადების არ გაკეთება საქართველოს ხელისუფლის მხრიდან. მე ასეთ ადამიანს, ვისაც იოტისოდენა ხარისხით მაინც შერჩენია ობიექტურად ვითარების შეფასების უნარი, არ ვიცნობ. სხვა საკითხია როდესაც შენ სხვადასხვა სუბიექტური მოსაზრებების გამო გიწევს შავზე თეთრის თქმა. ასეთი ადამიანები ვაღიარებ, არსებობენ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მადლიერია ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას  სიტყვით, დეკლარაციით, დახმარებით, თუმცა არ ჩამოთვლის მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ სურს ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი არ მოაწერა, რადგან რეზოლუციაში არ იყო ნახსენები რუსეთი როგორც ოკუპანტი და საიდან მოდიოდა უკრაინაზე აგრესია.

ოპოზიცია ითხოვდა რეზოლუციაში ჩაწერას, რომ რუსეთი აგრესორია.

Cesko