რატომ შეცვალეს პუტინმა და ლუკაშენკომ სამხედრო წვრთნების შეწყვეტის გადაწყვეტილება?!

0
692
56 Views

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაწყვეტილება შეცვალა, რომლის თანახმად რუსეთისა და ბელორუსის სამხედრო წვრთნები, რომელიც 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, გაგრძელდება.

ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნები გაგრძელდება საზღვრებთან სამხედრო აქტივობისა და დონბასში გამწვავების გამო.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს ბელორუსიაში რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „Allied Resolve-2022“ დაიწყო. მანამდე როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ბელორუსისა და რუსეთის სამხედრო წვრთნები 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.

Cesko