„ივანიშვილმა მითხრა, შენთან ვალში ვარ, მე ვარ შენი მევალეო… უცებ ყველა გაჩერდა“ – რას ჰყვება ნიკოლოზ რაჭველი?

0
1057
37 Views

კომპოზიტორმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა თათია თოფურიას ახალ გადაცემაში ცნობილ პიროვნებებზე ისაუბრა, მათ შორის – მიხეილ სააკაშვილზე, ედუარდ შევარდნაძესა და ბიძინა ივანიშვილზე.

-ედუარდ შევარდნაძეს, ამ სიტყვის თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით, აღსარება აქვს ჩემთვის ნათქვამი ,,თვითმფრინავის ბიჭებთან” დაკავშირებით. ცრემლიანი საუბარი გვქონდა, მასაც ცრემლი ჰქონდა თვალებზე და მეც. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გაცნობას, მაშინ ახალი ჩამოსული ვიყავი. თურქეთიდან ჩამოდიოდა დელეგაცია პრეზიდენტ ერდოღანის მეთაურობით. დაიგეგმა ორი ღონისძიება, ერთი ოპერაში გალა კონცერტი, რომელსაც დოი ამზადებდა და მეორე მცხეთაში, ვახშმის შემოქმედებითი ნაწილი მე ჩამაბარეს. ისე მოხდა, რომ ოპერის ღონისძიება გაუქმდა. დოიმ მომაკითხა მხარდასაჭერად.

მე და დოი სამზარეულოში ვიყავით, ერთგვარი კულისები გვქონდა იქ, საიდანაც ვმართავდით ღონისძიებას. უცებ მოვიდა სააკაშვილი და დოის ეუბნება, აუ, რა კარგი პროგრამა გაგიკეთებია, ამაყი ვარ უცხოელ დელეგაციასთან, უღრმესი მადლობაო. სანამ დოიმ უთხრა, რომ მე არა, ამის გაკეთებულიაო და ჩემკენ მოიხედა, სააკაშვილმა შემომხედა, ხელი დამადო და მითხრა, უგემრიელესია ყველაფერიო. შეფმზარეული ვეგონე.

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა რომ ჩამოართვეს და სახელოვნებო წრის წარმომადგენლებმა ხელმოწერები დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ მე ,,ქართუდან” არანაირი დახმარება არ მქონია, ხელი მოვაწერე. იმის გამო, რაც ამ კაცმა სხვა თეატრებისთვის და ორკესტრებისთვის გააკეთა, მქონდა მადლიერება და მთელი გულით დავუჭირე მხარი ამ წერილს.

ბიძინა ივანიშვილს ცერემონიაზე შევხვდი, სადაც ბევრი ხალხი იყო. უცებ ხმამაღლა თქვა: ,,ნიკა, მე შენთან ვარ ვალში, მე ვარ შენი მევალე”. უცებ ყველა გაჩერდა, წამები დასჭირდათ, გაეცნობიერებინათ, ეს უმდიდრესი ადამიანი ვისი მევალე შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო და შევრჩი მე. ამას იუმორით ვიხსენებ და მსიამოვნებს, რომ ჩემი ვალი აქვს, მაგრამ უფრო მესიამოვნებოდა და გამიხარდებოდა, რაც იგულისხმა, ის რომ გაეკეთებინა.

Cesko