შვედური ყოველდღიური გამოცემა Dagens Nyheter ქოლცენტრების კვალმა კიევში , მანდარინ პლაზაში და Milton Group-ში მიიყვანა, კომპანიიის აღმასრულებელი დირექტორი იაკობ კესელმანია რომელიც თავის თავს” კიევის მგელს “უწოდებს,”არავის ვატყუებთ,თქვენ იცით როგორ მუშაობს საინვესტიციო და ფორექსის ბრენდები…ბევრი კლიენტი კარგავს ფულს,რადგან მათ არ ესმით როგორ მუშაობს ის”,-ცინიკურად აცხადებს კესელმანი ფაქტის კომენტირებისას.
დავით თოდუა 38 წლის საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქე მანდარინ პლაზას სატელეფონო ცენტრის ოფისის ხშირი სტუმარია, სადაც თანამშრომლებმა იციან რომ იგი მილტონ ჯგუფის ერთ ერთი მფლობელია. თოდუამ 2019 წელს პერსონალს კორპორაციულ შეკრებაზე ახალი წელიც კი მიულოცა და განაცხადა რომ კომპანიის მოგებამ 50 მილიონ დოლარს მიაღწია. ოფიციალური დოკუმენტებით ,სატელეფონო ცენტრი სხვა ქართველს, ირაკლი დადივაძეს ეკუთვნის, თუმცა შვედმა ჟურნალისტებმა დავით თოდუას კავშირები აღმოაჩინეს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან .თოდუა და კეზერაშვილი არიან უძრავი ქონების და სამშენებლო ფირმის Project Partners-ის თანამფლობელები რომელსაც სათაო ოფისი კიევში Milton Groupis მეზობლად აქვს,მისი ხელმძღვანელია გია გეწაძე,
კომპანია თავის მხრივ თანამფლობელია Elitekomfotbud ის, სხვა ქართველ ჩინოვნიკთან ,კერძოდ,პეტრე ცისკარიშვილთან ერთად, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, და დღეს “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანია ,შვედი ჟურნალისტების პუბლიკაციაში ნახსენებია საქართველოში 2013 წელს კეზერაშვილისათვის წაყენებული ბრალი, “12 მილიონი დოლარის ქრთამის აღებაში ,უკრაინიდან ალკოჰოლის მასიური კონტრაბანდაზე საქართველოში თვალის მოხუჭვისათვის . საბოლოოდ ის გაათავისუფლეს ბრალდებებისგან,რომლებიც მისი თქმით პოლიტიკურად მოტივირებული იყო,თუმცა აგრძელებს ცხოვრებას საქართველოს ფარგლებს გარეთ” (ციტატა )
სპირტის კონტრაბანდის საქმეში დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ბიზნესმენმა ნიკოლოზ დავითაშვილმა,რომელიც გასული წლის 2 დეკემბერს კიევში მოკლეს, დავითაშვილი გამოძიებას უყვება ,რომ კეზერაშვილს თანხას, მისი სიძის მეირი ჯანაშვილის მეშვეობით უხდიდა, რომელიც სასამართლომ ექს მინისტრისგან განსხვავებით , სპირტის კონტრაბანდის საქმეში დამნაშავედ ცნო, უკრაინელმა სამართალდამცავებმა ნიკოლოზ დავითაშვილის მკვლელობის ფაქტზე ოთხი პირი,ორი ჩეჩენი და ორი რუსი დააკავეს, გამოძიება კი შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
ნიკოლოზ დავითაშვილის ექვსი ჩვენება ქრონიკა +-მა ექსკლუზიურად მოიპოვა, და ის გაზეთის ხვალინდელ ნომერში გამოქვეყნდება,
დღეს გთავაზობთ შვედი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ფილმს- მეშინია მათ რომ ვხედავ.
შვედი რეპორტიორების ინფორმაციით, კომპანიას 1000-ზე მეტი დაზარალებული ყავს,კომპანიის წლიურმა მოგებამ 65 მილიონი ევრო შეადგინა.
წყარო:cnews.ge