(ვიდეო) „რატომ მომიკალით ძმა“ – საკრებულოს წევრი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა

0
456
26 Views

დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე, რომლის ძმა, ნუგზარ ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-იდან, გასულ წელს, არჩევნების შემდეგ გარდაიცვალა, ბათუმში ჩამოსულ „ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდა შეხვედრას.

ნაზი ფუტკარაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ოპოზიციის სხვა წევრებიც. ისინი შეხვედრას ითხოვდნენ ირაკლი კობახიძესთან და აკაკუნებდნენ სასტუმრო „ჰილტონის“ იმ დარბაზის კარებზე, სადაც შეხვედრა იმართებოდა.

„რატომ მოკლეს ნუგზარი, რატომ არ იძიებენ?! მხეცებო!

კობახიძე, გამოდი გარეთ! ირაკლი კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე გამოდით გარეთ! მკვლელობა! არ გაპატიებთ ნუგზარის მკვლელობას!“ – განაცხადა ნაზი ფუტკარაძემ.

 

პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა გარეთ ოპოზიციის წევრები. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით დაკავებულია ოპოზიციის 6 წევრი. „ბათუმელები“ ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს.„ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე დღეს ბათუმში პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების საკითხზე ჩამოვიდა. ოპოზიცია მას აქციით დახვდა.

ოპოზიციის აქცია

ბათუმის საკრებულოს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გასული წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ენმ-მ გასული წლის 24 ნოემბერს აუდიოფაილი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრს დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. ამ დრომდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია.

Cesko