ფრთხილად, თაღლითები: ,,ყალბი შეტყობინებებით მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ”

February 19, 12:21
0
342

ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა კიბერდამნაშავეები მომხმარებელს სთავაზობენ გასაყიდი ნივთის საფასურის ანგარიშსწორებას „საქართველოს ფოსტის“ ვებგვერდის მეშვეობით. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, მათ ამგვარი მომსახურების სერვისი არ აქვთ.

„თაღლითური სქემის მიხედვით, სავარაუდო კიბერდამნაშავეები მომხმარებელს სთავაზობენ გასაყიდი ნივთის საფასურის ანგარიშსწორებას „საქართველოს ფოსტის“ ვებ-გვერდის მეშვეობით.

მოგახსენებთ, რომ „საქართველოს ფოსტას“ არ აქვს ვებ-გვერდთან ინტეგრირებული საბანკო მომსახურება. სავარაუდო კიბერდამნაშავეების მიერ შეთავაზებულ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, იხსნება „საქართველოს ფოსტის“ მსგავსი ყალბი ვებ-გვერდები. ამგვარი ყალბი გვერდების მისამართები, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართთან www.gpost.ge.

მოგახსენებთ, რომ გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან და ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებ-გვერდის რეალური მისამართი.

მსგავსი ყალბი შეტყობინებები მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას, მათი პირადი ინფორმაციის მიღებას და თანხის გამოძალვას ემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

Cesko