გიორგი გაბუნია: ,,გოგოებისგან არის ინტრიგები, მაგრამ ჩემი საცოლის ერთგული ვარ”

0
1307
77 Views

ტელეიმედის ,,ღამის შოუს” წამყვანი გიორგი გაბუნია პროფესიით ენერგეტიკოსია. ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დროს მხიარულთა და საზრიანთა კლუბში თამაშობდა. იუმორი მისთვის უცხო არასოდეს ყოფილა, რადგან იუმორის ქალაქ ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. 3 წელი ენერგეტიკულ კომპანიაში იმუშავა, მაგრამ აწუხებდა ფიქრი, რომ იქ არ მოხვდა, სადაც უნდა ყოფილიყო და ენერგეტიკოსობა გვერდზე გადადო.

გიორგი ,,ღამის შოუს” წამყვანად 3 წლის წინ მოევლინა მაყურებელს. დიდი კონკურენციის პირობებში მოახერხა, გადაცემა საინტერესო, სახალისო და ყურებადი ყოფილიყო. დღეს კიდევ ერთი გადაცემის ,,პოსტ ალიონის” თანაწამყვანია. გიორგი გაბუნია “სარკეს” ესაუბრა.

– ჩემი რჩეული ნინი ფუტკარაძეა, პროფესიით იურისტი. ისიც ქუთაისელია. ჩვენი ოჯახები დიდი ხანი ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს, ჩვენი სიყვარული კი 3 წლის წინ დაიწყო. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რადგან გვინდოდა, ქორწილი გადაგვეხადა. პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობის გამო ცოტა კიდევ გადაიწია. ჯვარს დავიწერთ, ხელს მოვაწერთ და ერთ ოჯახად ცხოვრებას დავიწყებთ.

– ოჯახის შექმნა ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მომავლის განმსაზღვრელი. გაცნობიერებული გაქვთ ეს პასუხისმგებლობა და მოვალეობები?

– რა თქმა უნდა. უპასუხისმგებლობაა, როცა კაცი ოჯახს არ შექმნი და ფუჭად გაატარებ ცხოვრებას. ვიცი,მუდამ ია-ვარდით მოფენილი არ იქნება ჩვენი გზა, მაგრამ, როცა საფუძველი სიყვარულია, ყველა სიძნელეს გადალახავ და ღირსეულად ატარებ ოჯახის ტვირთს.

– პოპულარულ კაცს თაყვანისმცემლებიც გეყოლებათ. ეჭვიანობს საცოლე?

– ძალიან ერთგული ვარ. ზოგჯერ თაყვანისმცემლებისგან არის პატარა ინტრიგები, მაგრამ ეს სათვალავში ჩასაგდები არ არის, რადგან ჩემი საცოლე მიყვარს.ერთმანეთს ძალიან ვენდობით.

“სარკე”

Cesko