34 Views
დღეს, 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილი 66 წლის გახდა. ცნობილია, რომ მას დაბადების დღეების გადახდა არ უყვარს.
-ბატონი ბიძინა დაბადების დღეს არასდროს იხდის… რაღაც გადაცემებს ამზადებენ და მათ სასახლეებზე მითებს ავრცელებენ. თბილისში, მთაწმინდაზე, სახლი, სადაც ისინი ცხოვრობენ, საკმაოდ მოკრძალებული და უბრალოა. ისინი მოკრძალებული ადამიანები არიან. სახლები რატომ არ უნდა ჰქონდეთ? მინდა გითხრათ, რომ ბევრს მათზე უკეთესი მდგომარეობა და ქონება აქვს, უფრო მდიდრულად ცხოვრობენ. შიგნით რომ შეხვალთ, სადა, უბრალო და მოკრძალებული გარემოა…, – უამბო ერთი წლის წინ ივანიშვილის ოჯახის მეგობარმა, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას ცოლმა, ეკა ჭიჭინაძემ ამბები.ჯი-ს.