“ნაციონალებს დღეს კეზერაშვილი მართავს, ამიტომაც მიშას თავისუფლება შორია” – ელისო კილაძე

February 17, 21:35
0
1952

იყო მცდელობა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად დათო კეზერაშვილს და გიგი უგულავას დაენგრიათ ნაციონალური მოძრაობა”, – ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე აზიარებს ნიკა მელიას ვიდეოს, სადაც ის ამ სიტყვებს ამბობს.

 ელისო კილაძე წერს:
,,ალბათ მიკიბ-მოკიბვა აღარ ღირს! ჯერ ეს ვიდეო ნახეთ (ძველია) და მერე წაიკითხეთ ტექსტი. ენმ-ს დღეს დათო კეზერაშვილი მართავს, პეტრე ცისკარიშვილი მისი ბიზნესპარტნიორია, დიმიტრი ჩიქოვანი – ცოლის ძმა.
2016 წლის გარიგებების გათვალისწინებით, ცხადზე ცხადია, რატომ აღარაა მიშას თავისუფლების და აქციების თემა აქტუალური! ურჩებს პარტიიდან გარიცხვით ემუქრებიან და იმიტომაც ვერ საუბრობს ხმამაღლა ამ თემაზე ვერავინ! ესაა სიმართლე. უნდა მეთქვა? დიახ,უნდა გცოდნოდათ! დანარჩენი პარტია თქვენია, გამოსავალიც მომხრეებმა და ამომრჩევლებმა უნდა იპოვოთ!
თუ ასე გაგრძელდა, მიშას თავისუფლებაც შორეული პერსპექტივაა. იფიქრეთ ამაზეც! ანტიკორუფციულმა ბიურომ კეზერაშვილის საქმეები გამოიძია?!
p.s. 2016 წელსაც არ მიჯერებდით, მლანძღეთ, მწყევლეთ და, როცა ყველაფერი აგიხდათ, მერე სათითაოდ მთხოვდით ბლოკის ახსნას”.

Cesko