“ჩვილის სიცოცხლე იმდენად უმნიშვნელოა, რომ მისი მოკვლა მძიმე სასჯელს არ იმსახურებს?ეს რა მიდგომაა?” -ნინო ლაბარტყავა

February 17, 20:27
0
686

ფოტოზე: ჟურნალისტი, ნინო ლაბარტყავა

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა ფოთში მომხდარი საზარელი შემთხვევის შესახებ წერს, რა დროსაც ახალგაზრდა ქალმა ახალშობილი ბავშვი მოკლა და უნიტაზში ჩარეცხა.

„იცით, რა მაინტერესებს? ახალშობილის (თან შვილის) მკვლელობა რატომ ისჯება 2-დან 5-წლამდე პატიმრობით, როცა ზრდასრული ადამიანის მკვლელობა 15 წლიდან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს? ეს რა მიდგომაა? ანუ ჩვილის სიცოცხლე იმდენად უმნიშვნელოა, რომ მისი მოკვლა მძიმე სასჯელს არ იმსახურებს? ქალმა ჯერ გაგუდა საკუთარი ახალდაბადებული შვილი და მერე ამ ნაგავმა ცხედარი უნიტაზში ჩარეცხა!და 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ელის!ეს რა ჯანდაბაა?..რა მიდგომაა?” – წერს ნინო ლაბარტყავა.

ცნობისთვის, შემთხვევა ფოთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და ჩვილი უნიტაზში ჩააგდო. 14 თებერვალს ჩვილის ცხედარი სანტექნიკოსმა საკანალიზაციო მილში იპოვა, როდესაც მის შეკეთებას ცდილობდა. დედას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Cesko