„უნდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება“ – რუსეთი ვითარების დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯებს ასახელებს

0
459
37 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების სფეროში რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ის პასუხზე ოფიციალური მოსკოვის რეაქციას აქვეყნებს.

ოფიციალური მოსკოვის პასუხში წერია, რომ უკრაინის ნატოში მიღების შემთხვევაში, „რეალური საფრთხე არსებობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება ყირიმის დაბრუნებას და აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევს“.

რუსეთის საგარეო საქმერთა სამინისტროში ასევე ასახელებენ იმ ნაბიჯებს, რომლის განხორციელებაა საჭირო უკრაინის ირგვლივ ვითარების დეესკალაციისთვის.

„უნდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ყველა დასავლელმა მრჩეველმა და ინსტრუქტორმა უკრაინა უნდა დატოვოს, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე უარი უნდა თქვან და უკრაინიდან უნდა გაიტანონ ის უცხოური შეიარაღება, რომელიც კიევს აქამდე მიაწოდეს“, – ნათქვამია განცხადებაში

Cesko