69 Views
დომენიკ მანგოს დედა რამდენიმე კვირის წინ გარდაეცვალა. სამოქალაქო აქტივისტმა სპეციალური ადგილი შეარჩია, სადაც დედა დაკრძალა და მას უკანასკნელი სურვილი შეუსრულა, რადგან დედამისს სასაფლაოზე დაკრძალვა არ სურდა.
რამდენიმე დღის წინ დომენიკ მანგომ დაწერა, რომ შავები გაიხადა და ფერადი ტანსაცმელი ჩაიცვა. როგორც ჩანს, ამან საზოგადოებაში უკმაყოფილბა გამოიწვია.
„მეუბნებიან, ჩაიცვი შავები და საჩვენებლად იგლოვეო. თან ჭკუას რომ მარიგებენ, თუ როგორ უნდა ვგლოვობდე საკუთარ დედას, ვიხოტავდე სახეს და ვიყო ამოშავებული. მაინც რამდენი ხანი უნდა გააგრძელონ ამ თემით მანიპულირება“, – წერს ის სოციალურ ქსელში