“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“თენდება შენი17 თებერვალი!
მსოფლიო ცივილიზაციის ისტორია, როგორც მუდამ, დღესაც მართალი, თამამი, მებრძოლი, პრინციპული, იდეალების მიმდევარი და დაუმორჩილებელი ადამიანების თავგანწირვით იწერება, იმათი თავგანწირვით ვინც პირადი კომფორტისთვის არ გაჩუმდა! ვინც მუდამ შეკაზმულ ცხენს არ გაჰყვა, არ მიატოვა მოყვასი, ვინც სხვისი შვილების კარგად ყოფნას ანაცვალა საკუთარი ოჯახის სიმშვიდე…
ასეთი ადამიანები იყვნენ და კიდევაც იქნებიან და თუმცა საქართველოში მათ უმრავლესობას საფლავსაც არ აღირსებენ ხოლმე, თუმცა უყვართ.
ჩვენ ღმერთი დაგვიფარავს რადგან ვუყვარვართ!
სხვაგვარად უბრალოდ არ შეიძლება!
რას დაგაკლებს შენ ვირუსი თუ განსაცდელი? შენ იმ სისხლის და გენის ხარ, ვისაც არაფრის ეშინია!
ესეც გაივლის, ჩემო…
დღეს შენთვის გათენდება, შენთვის გაბრწყინდება მზე!
შენი დღე დგება!
გ ი ლ ო ც ა ვ!”