ბელორუსიის გლუბოკოიეს რაიონის საბაზო სკოლის მოსწავლეებმა კლასის დაფაზე სოლიდარობის გამომხატველი წარწერები დატოვეს და მინსკის კარდიოლოგიური კლინიკაში მყოფ, 11 წლის ელენე ზაქაიძეს გამოჯანმრთელება უსურვეს.
მოსწავლეების სოლიდარობის აქცია, სოციალურ ქსელში, ერთ- ერთმა ბელორუსულმა გვერდმაც
გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ “მინსკის კარდიოლოგიური კლინიკაში სამკურნალოდ იმყოფება, შესანიშნავი ქართველი გოგონა საქართველოს რესპუბლიკის ქალაქ თელავიდან”.
თელაველი ელენე ზაქაიძე მინსკის კლინიკაში იანვრის ბოლოდან, კორონავირუსის შემდგომი გართულებით, გულის უკმარისობის სამკურნალოდ იმყოფება.
გოგონა ბელორუსიაში საზოგადოების მხარდაჭერით გაემგზავრა.
ექიმების დასკვნით, მას გულის ოპერაცია სჭირდება, თუმცა ჯერჯერობით მედიკოსები პაციენტს ვირუსით დაზიანებულ ფილტვებზე მკურნალობენ, რის შემდეგაც გულის მკურნალობის სტრატეგიაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.