ნატო-მ რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში საერთაშორისო ძალების განთავსების გადაწყვეტილება მიიღო

0
464
27 Views

ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტს აფართოებს. ალიანსის შეიარაღებული ძალები გაზაფხულიდან რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება.

აღნიშნულის შესახებ გერმანული მედია იუწყება.

გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნებმა უკვე მიიღეს, ფორმალურად კი მას 16 თებერვალს, ნატო-ს მინისტერიალზე დაამტკიცებენ.

ამასთან, როგორც ალიანსში განმარტავენ, დამატებითი ძალების განთავსება რუსეთის ქმედებებზე რეაგირებაა, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

ნატო ასევე გეგმავს, გადახედოს ევროპის სხვა ქვეყნებში კონტინგენტის რიცხვს. დღემდე, ალიანსის შეიარაღებული ძალები მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში იყვნენ დისლოცირებული.

მედიის ინფორმაციით, ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტს აფართოებს და ალიანსის შეიარაღებული ძალები რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება.

Cesko