სოციალურ ქსელში, ჯგუფში, “ვეძებ” ანონიმურობის დაცვით, წერილი ვრცელდება:
“მე აყვანილ ბავშვს ვზრდი.
მე აყვანილი ბავშვის დედა ვარ.
ყველა პოსტი მკლავს, სადაც შვილი “ნამდვილ” ოჯახს ეძებს. რას ნიშნავს ნამდვილი? ჩვენ ნამდვილი მშობლები არ ვართ? მიუხედავად იმისა რომ გოგონას აყვანის მერე მეორე ბავშვი გაგვიჩნდა. პირველი შვილისგან არ ვანსხვავებთ. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ოდესმე გავიფიქრო რომ ის “ნამდვილი” შვილი არ არის.
ჩემმა გოგომ ყველაფერი იცის. მე მისთვის არაფერი დამიმალია. დიდი ხანია ინფორმაცია აქვს. იცის როგორ გავიცანი მისი ბიოლოგიური დედა. როგორ გაგვაცნო ბიცოლამისმა. როგორ შევთანხმდით ბავშვის სამშობიაროდან წამოყვანაზე. როგორ ვნერვიულობით როდესაც მშობიარობა დაეწყო და სახლში ველოდებოდით ყველაფრის კარგად დასრულებას. იცის სად ცხოვრობს მისი ბიოლოგიური მშობელი. მაგრამ ის რაც აქ რამდენიმე დღის წინ წავიკითხეთ. მთელი ოჯახისთვის უდიდესი დარტყმა იყო. ქალი რომელიც მე და ჩემმა ქმარმა 3 თვე საკუთარი შვილივით ვზარდეთ და რომელმაც ბავშვი თავისი ხელით გადმოგვცა, “სამშობიაროდან მოპარულ შვილს” ეძებს. ვითომდა მესამე დღეს მკვდრად გამოუცხადეს. ეხლა მითხარით როგორ მოვიქცეთ? რა გავაკეთოთ? როგორ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე?”