ეკრანიდან გამქრალი მსახიობი – როგორ გამოიყურება ხათუნა კოტრიკაძე დღეს

January 31, 00:20
0
25236

მსახიობი, რომელმაც სამ ფილმში თამაშის შემდეგ ყველას გული მოიგო, დღემდე არსად ჩნდება. ხათუნა კოტრიკაძე არც ჟურნალისტებთან ურთიერთობს და არც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს სწყალობს. ინტერესი კი მუდმივად მაღალია, ყველას აინტერესებს, სად და რატომ გაქრა გამორჩეული გარეგნობის მქონე გოგონა.

მსახიობმა ნიკოლოზ წულუკიძემ გაავრცელა ფოტო აღწერით: „ხათუნა კოტრიკაძე წლების წინ და ახლა“. ფოტოს ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ხათუნა კოტრიკაძე 17 წლის გათხოვდა. ის ქმართან ერთად სოფელ დიღომში გადასახლდა და მეურნეობას მიჰყო ხელი.

2003 წელს ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხათუნა კოტრიკაძის დედა ნანული ნიშნიანიძე ჰყვებოდა:

„ძროხების მოვლა მისი კაპრიზი იყო. მანამდე ძროხა ახლოსაც არ ენახა. რუსი სამხედროები იყვნენ სოფელში და წავიდნენ. ბევრი ძროხა ჰყავდათ. ხათუნამ მოისურვა, მათგან ეყიდა ძროხები. ქმარმაც უარი არ უთხრა და უყიდა. რამდენიმე წელი ჰყავდა. ეს იცით, რა დროა? საშინელი არეულობა და პურის რიგები რომ იყო. ჩვენ ელიტური ნათესაობა გვყავს. იმ პერიოდში არავის ჰქონდა დიდი მატერიალური შესაძლებლობები, ყველას უჭირდა. ხათუნას, როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა მათ. სოფელ დიღმიდან აგზავნიდა ყველს, მაწონს… სოფელში დიდი ეზო აქვთ. გადატიხრეს და გააკეთეს დიდი ბოსელი. იქ ჰყავდა საქონელი. ხათუნა მათზე გიჟდებოდა. იცით, როგორ უვლიდა. მეც ხომ ძალიან მეშინოდა ძროხის, მაგრამ წარმოიდგინეთ, ვუწმენდდი და ვწველიდი. მერე ვურჩიეთ, რომ გაეყიდა, რადგან მათი შენახვა იმაზე მეტი გვიჯდებოდა, ვიდრე ისინი რამეს გვაძლევდნენ…“

ამავე ინტერვიუში მსახიობის დედა ამბობს, რომ ხათუნას ძალიან ეჭვიანი ქმარი ჰყავს, სწორედ ფეხბურთელმა დავით გოგიამ კატეგორიულად აუკრძალა კინო.

Cesko