ლავროვი: ძნელია NATO-ს თავდაცვითი ალიანსი უწოდო

January 30, 16:20
0
810

ძნელია NATO-ს თავდაცვის ალიანსი უწოდო, – რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ნატოსა და ეუთოსგან ითხოვს განმარტებებს უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

“ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ შეიძლება ჩაითვალოს თავდაცვითად, თუ გავითვალისწინებთ მის ოპერაციებს იუგოსლავიაში, ლიბიასა და ავღანეთში”, – აცხადებს ლავროვი.

მინისტრის თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ ალიანსმა შეწყვიტა არსებითად თავდაცვითი ფუნქციის შესრულა.

„როცა ცივი ომი მიმდინარეობდა და ბერლინის კედელი არსებობდა, ცხადი იყო, რა ტერიტორია უნდა დაეცვა, კედელი დაინგრა, ეუთოს ფარგლებში ჩვენ გამოვაცხადეთ მარადიული მეგობრობა, უსაფრთხოების განუყოფლობა, სოლიდარობა, შევთანხმდით, რომ არავინ უნდა გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება სხვების ხარჯზე – ისინი კი ისევ აგრძელებენ ქვეყნების მიღებას“, – განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინას შორის ვითარება ისევ დაძაბულია, რადგან რუსეთმა საზღვარზე ფართო მასშტაბის სამხედრო ძალები განათავსა.

Cesko