ხუხაშვილი: ივანიშვილი ყველაფრის ღირსია, ჯოჯოები, რომ დაგვასვა თავზე…უარესს უზამენ

January 30, 16:17
0
925

ღარიბაშვილზე მე საკმაოდ ცუდი წარმოდგენა მაქვს და მგონია, რომ არათუ პრემიერი, არამედ საერთოდ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ბიძინასთვის ღარიბაშვილი არაფერი არ არის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. ის ახლა აკვირდება სიტუაცია, მას აქვს ეს ფუფუნება, გაუძლებს შეტევას ღარიბაშვილი, შეიძლება დატოვოს, თუ არადა ჩარეცხავს, პირველი შემთხვევა ხომ არ არის, არ ჩაურეცხავს ჯერ?! შიდა სახელისუფლებო შეტევაა ღარიბაშვილის მიმართ, შესაძლოა კობახიძე და მასთან დაახლოებული საპარლამენტო ჯგუფისგან, რადგან ისინი ფლობენ ამ ინსტრუმენტებს. ძალიან გაიქნენ ბოლო პერიოდში ამ ინტრიგებში, ისინი ნელ-ნელა იზრდებიან, სულ მეტი და მეტი ძალაუფლება უნდათ, სასამართლო სისტემა კონტროლის ქვეშ აიყვანეს, თვლიან რომ არჩევნები მოიგეს, ისინი სახიფათო ხდებიან უკვე ბიძინა ივანიშვილისთვისაც. დღეს კი არა, იმიტომ რომ ბიძინა საკმარისად აკონტროლებს ყველაფერს, მაგრამ ღარიბაშვილი, როგორც ბიძინას ერთ-ერთი საყრდენი მომავლისთვის

ღარიბაშვილი, რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრი არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი სხვა ფორმით უნდა ხდებოდეს, ჩვენ სახელმწიფო მოხელეები გვჭირდება. მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილი ყველაფრის ღირსია, ჯოჯოები რომ დაასვა ქვეყანას თავზე, რომლებიც არც მორალური, არც პროფესიული, არც სახელმწიფოებრივი განცდით არ არიან. მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე და ძალაუფლებაზე მზრუნველი ადამიანები რომ მოასვა ქვეყანას, ყველაფრის ღირსია, უარესს უზამენ ხვალ და ზეგ.

ესეთ ადამიანს (ღარიბაშვილს) რომ ქვეყანას აბარებ, ეს ხომ ცინიზმია, ზიზღია საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეხლა ზიან და ფიქრობენ როგორ ჩაახშონ საზოგადოების პროტესტი

 

პოლიტოლოგმა და ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა აღნიშნულის შესახებ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

Cesko