სავარაუდო ბრალდებული სახლში შეიპარა, ქალს დაელოდა, დანით მოკლა – ვინ არის ქალი, რომელიც სიღნაღში მოკლეს

January 30, 15:22
0
828

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში გარდაცვლილი ქალი, 68 წლის ლეილა ბეგიაშვილია.

ქალი, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მეუღლესთან, 80 წლის ნუგზარ ზედელაშვილთან ერთად ცხოვრობდა.

მამაკაცი, რომელიც გარდაცვლილის სავარაუდო მკვლელობისათვის დააკავეს, ცოლ- ქმრის მეზობელია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის სოფელში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ გადავიდა.

შემთხვევა ჯუგაანში წუხელ მოხდა. სავარაუდო ბრალდებული სახლში შეიპარა, ქალს დაელოდა, დანით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ის, თბილისში დააკავეს.

შემთხვევის ადგილზე, საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

Cesko