“შეწყვიტე, გთხოვთ…” – ლაშა ბერულავა ანა წითლიძეს, რომლის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა

December 24, 22:41
0
871

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა, დეპუტატ ანა წითლიძეს, რომელიც პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, მიმართავს და წერს:

“ეს გოგო, ეს კაფანდარა გოგო – ❤

შეწყვიტე, გთხოვთ… Ana Tsitlidze”

შეგახსენებთ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმის, გიორგი ჯავახაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ფიზიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჩაწერილ გუშინდელი დღის მონაცემებს მოგახსენებთ. 24-საათის განმავლობაში, ოთხჯერადად, მოშიმშილე პაციენტის მონიტორინგი მიმდინარეობდა. მოცემულ ეტაპზე, ვიტალური და ჰემოდინამიკური პარამეტრები საშუალო სიმძიმისაა. პაციენტის ფიზიოლოგიური სტატუსი კვალიფიცირდა, როგორც მძიმე“, – განაცხადა გიორგი ჯავახაძემ.

Cesko