კახეთის რეგიონში, ყველა დღის ცენტრის, შშმ ბავშვი, ახალი წლიდან შობამდე მიიღებს საშობაო საჩუქარს – აკა სინჯიკაშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

December 31, 19:57
0
503

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 2022 წელს ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეძლეს.

მისივე განცხადებით, კახეთის რეგიონში ყველა დღის ცენტრის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, ახალი წლიდან შობამდე საშობაო საჩუქარს მიიღებს.

„🎁🎀🎄🎉

ჯეეერ მთავარი ამბავი 😍😍😍😍

მთელს კახეთის რეგიონში, ყველა რაიონის ყველა დღის ცენტრის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი, ახალი წლიდან შობამდე მიიღებს საშობაო საჩუქარს ❤️❤️❤️ ნახევარზე მეტი უკვე გავახარეთ 😍😍😍😍😍

გავახარეთ და მართლა თან როგორ ❤️❤️

არასოდეს დაგვავიწყდება ბავშვების გაოცებული და გახარებული სახეები ❤️ ისინი ყველაზე სუფთები და ნაღდები არიან ❤️ ამის შემდეგ აუცილებლად ექნებათ ჩვენგან სამუდამო ყურადღება ❤️❤️❤️

წელს რა გავაკეთეთ ჩვენ და თქვენ ერთად?

ახლავე – ❤️

  • წელს ყველაზე სასწაული ამბავი მოხდა და თბილისში პირველად გაჩნდა წარწერა – “უფასო პური” და “უფასო ტანსაცმელი” ❤️
  • ტანსაცმელი ჩავაცვით 30 000- მდე ადამიანს ❤️
  • უფასო პურს, პროდუქტებს და ნივთებს იღებს თვეში დაახლოებით ათასი ადამიანი ❤️
  • დავასახლეთ ქუჩაში მცხოვრები ოცზე მეტი ადამიანი ❤️
  • ბინა ვუყიდეთ ქუჩაში დარჩენილ ბავშვებს ❤️
  • მოხალისეებით გავაკეთეთ გრაფიკი და ვუვლით თოთხმეტ უპატრონო მოხუცს, რომლებიც ავადმყოფები არიან და მარტო ცხოვრობენ.
  • დავარიგეთ 30 ტონაზე მეტი საჭმელი და დაახლოებით 40 000 ლარის მედიკამენტი ❤️
  • ვიხდით ოცამდე სახლი ქირას და ორმოცდაათზე მეტ კომუნალურ გადასახადებს უსახლკაროებისთვის.
  • რაღაცა ყაყანიც იყო რამდენიმეჯერ, მაგრამ ყურადღებად არ ღირს მაინცდამაინც😁😁😁

და აქ ყველაფრის დაწერა და ჩამოთვლა შეუძლებელია, რამდენ საქმეს აკეთებენ მოხალისეები და მოქალაქეები ერთად ❤️

 

ისინი არ ჩანან არსად. უბრალოდ თბილი და სიყვარულით სავსე გულებითაა სავსე ქვეყანა და ჩვენ ვატრიალებთ დედამიწას ❤️❤️❤️

მიყვარხართ მთელი გულით ❤️

ჩემი მოხალისეები ❤️ ყველა ვინც გვეხმარებით ამხელა საქმის კეთებაში ❤️

ვისაც ერთი ცალი მაისური მოგიტანით ბავშვებისთვის და ერთი ლარი ჩაგირიცხავთ ❤️❤️❤️

🎉🎉🎉 გილოცავთ ახალ, 2023 წელს ❤️

იყავით ბედნიერები და სიხარულით სავსეები ყველა ❤️ ❤️ ❤️

ახალ წელს, ყველა სიბნელეში შევაღწევთ და საშობაო ნათურებივით გავაბრწყინებთ ყველაფერს ❤️❤️❤️❤️❤️❤️

25 ❤️

#სიკეთეგადამდებია

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️“, – წერა აკა სინჯიკაშვილი.

 

წყარო: fortuna.ge
Cesko