კიევში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

January 30, 15:18
0
780

კიევში აშშ-ის საელჩო რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მიხედვით, რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო უკრაინაში ვითარება არაპროგნოზირებადია და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია ის შესაძლო გზები, რომლებითაც უკრაინის სახმელეთო საზღვრის დატოვებაა შესაძლებელი და ჩამოთვლილია ის რეგულაციები, რომლებიც უკრაინის მეზობელ ქვეყნებში პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში მოქმედებს.

Cesko