“მართლა გლდანში ცხოვრობდა, მართლა ძალიან უჭირდა, “ოცნების” დავალებით არ ვწერ, ჩემი პირადი სათქმელია ამ “გლდანის აურზაურში” – ინგა გრიგოლია

January 30, 00:20
0
1627

 

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია:

“ნუ შემომივარდებით და ნუ დამიწყებთ პოლიტიკური ქვეტექსტების ძებნას ამ სტატუსში. ძალიან გამაღიზიანა კალაძეზე და გლდანზე ატეხილმა ამბავმა და მომინდა დამეწერა…. ახლა რომ აიწია ერთი ამბავი და ვნებათაღელვა, მართლა არ ჰქონდა თბილისში ბინა კახის, მართლა გლდანში ცხოვრობდა, მგონი მამიდასთან, მართლა ძალიან უჭირდა, რამდენადაც ვიცი და არაფერი ტყუილი არ უთქვამს….

პლუს- გლდანი თბილისი არააო, ეგ არ უთქვამს. ობიექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკისას. ნუ დავკარგავთ. წლების წინ ყველანი რომ ვამაყობდით მისი საფეხბურთო წარმატებებით, ეგეც მისი შრომის შედეგი იყო. იმ ნათესავის სახლიდან, გლდანიდან დადიოდა სავარჯიშოდ

ხოდა, რა უბედურებაა ეს გლდანი თბილისი არაას აგორება, თან როცა არ უთქვამს.

P.s- ,,ოცნების,, დავალებით არ ვწერ სტატუსს

ჩემი პირადი სათქმელია ამ ,,გლდანის აურზაურში”

Cesko