„სოციალური დახმარებით ირჩენდნენ თავს… ქირის 300 ლარს მთავრობა უხდიდა” – ვინ არიან გლდანში გარდაცვლილები?

January 30, 09:52
0
1158

გლდანში, სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი.

შემთხვევა გლდანის 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები – დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 32 ირაკ­ლი შა­ნი­ძე, მისი მე­უღ­ლე, ასე­ვე 32 წლის რუ­სუ­დან ზა­ა­ლიშ­ვი­ლი და და მათი შვი­ლე­ბი – 6 წლის მა­რი­ამი, 5 წლის და­რე­ჯანი და 12 წლის და­ვით ზა­ა­ლიშ­ვი­ლი.

ისინი წარმოშობით ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ შუა ქვალონის მკვიდრნი არიან. 32 წლის ირაკლი შანიძე, მეუღლესთან და შვილებთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობდა. ამ კონკრეტულ ბინაში კი ოჯახი 3 დღის გადმოსულები იყვნენ.

ინფორმაცია “პრაიმტაიმს” სოფელ შუა ქვალონის რწმუნებულმა ცოტნე დადიანმა დაუდასტურა. იგი ოჯახში იმყოფებოდა.

“დეტალები არაფერი არ ვიცით, ტრაგედია მოხდა”,- თქვა მან.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლში გაზის ე.წ. კამფორები და აირღუმელი ჰქონდათ ჩართული ტანსაცმლის გასაშრობად.

ამასთან, გავრცელებული ცნობით, ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, 3 დღის გარდაცვლილები იყვნენ. ცხედრები ერთ-ერთი გარდაცვლილის დამ აღმოაჩინა, რომელიც ოჯახთან დაკავშირებას 2 დღის განმავლობაში ცდილობდა.

მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.

Cesko