“განვაგრძობთ მათ დახმარებას, ვისაც ჰყავდა მეორე მსოფლიო ომში მონაწილე წინაპარი და მის შესახებ ძირითადი ან დამატებითი ცნობები სჭირდება”

0
1027

პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე, სააგენტო “სპლიტთან” საუბარში, ავრცელებს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელსაც ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ:

“განვაგრძობთ მსურველთა დახმარებას, ვისაც ჰყავდა მეორე მსოფლიო ომში და (ან) დიდ სამამულო ომში მონაწილე წინაპარი და მის შესახებ ძირითადი ან დამატებითი ცნობები სჭირდება. რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური წარმომადგენლობის დახმარებით, ყველა ასეთ სურვილს გადავცემთ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შესაბამის საარქივო სტრუქტურებს. ასეთი დახმარება ჩვენ უკვე ორ ათეულ ქართულ ოჯახს აღმოვუჩინეთ.
სამწუხაროდ, ომის ვეტერანთა რიგები სულ უფრო და უფრო თხელდება. ვირუსის პანდემიამ კი, მათთან კონტაქტის ისედაც მწირე შესაძლებლობები კიდევ უფრო შეზღუდა. მიუხედავად ამისა, შევეცდებით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ცოცხალი ვეტერანებისთვის კარგი განწყობის შექმნაში.

ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით მოგვმართეთ ელფოსტაზე: politforumi@gmail.com  ან

შეავსეთ სწრაფი კონტაქტის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://www.didisamamulo.ge/form/view.php?id=10725

 

Cesko