შეყვარებულზე პირველი კომენტარი გააკეთა – “დასამალი არაფერია, ის…” – ნახეთ მაიას მოულოდნელი განცხადება

0
431
27 Views

მაია ასათიანმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბრობს თავის რჩეულზე. მასთან ერთად ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდება, თუმცა ფოტოებში მამაკაცს სახე დაფარული აქვს. როგორც მაიამ აღნიშნა, ამის შესახებ ხშირად ეკითხებიან:

“ხშირად მეკითხებიან, რატომ აქვს ჩემს ძვირფას ადამიანს ჩემს სთორებში სახეზე სმაილი… ძალიან მარტივია და იმედია, სწორად გამიგებთ. არაფერი დასამალი არ არის. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… წელიწად-ნახევარია გვაქვს ეს საოცარი ჰარმონია. უბრალოდ, როდესაც ხარ ძალიან პოპულარული ადამიანის გვერდით, ეს არ არის იოლი… არანაირი პრობლემა არ არის მისი სახის გამოჩენის.

მას თავისი პროფესია აქვს. არ არის ჩემი სამყაროს წევრი. ძალიან მაგარი ადამიანია. უბრალოდ ეს არის მისი და ჩემი გადაწყვეტილება. მინდა, რომ ის პირადი, ძალიან, ახლო, ძვირფასი და ძალიან ჩვენი, დაურღვეველი იყოს… და ის ტვირთი, რაც ჩემი სატარებელია, ჩემს ძვირფას ადამიანს არ დავაკისრო”.
წყარო: ambavi. club

Cesko