,,ღარიბაშვილი იმიტომ მიყვარს, რომ ნუნუკას ქმარია! ამ გოგოს ზედმეტად არავინ შეეხოს!” – ნინო ჯღარკავა

January 29, 16:44
0
417

პრემიერის მხარდამჭერი ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ირგვლივ აგორებულ სკანდალს ეხმაურება და წერს:

,,ნუნუკა არის ყველაზე კეთილი და სამართლიანი ადამიანი, ვისაც ვიცნობ დედამიწის ზურგზე. არც კარგს დაგიკარგავს და არც არავის შეარჩენს ზედმეტ ნათქვამს! თუ მიყვარს ირაკლი, მიყვარს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ნუნუკას ქმარია და ნუნუკას არჩევანი. ამ გოგოს არავინ ზედმეტად არ შეეხოს, არც გაბედოს თავიანთი ბინძური პირებიდან მისი სახელის წარმოთქმა!..

იმდენი მატლი დაესია ირაკლი ღარბაშვილს და მის ოჯახს,ზუსტად ვხვდები, რა სწორი გზით მიდის! არაფერი გიშველით. ხალხი ბრძენია, ქუჩაში ვერავინ გამოგყავთ, დაძრწიხართ ერთი მუჭა სექტა, ნაძირალა ჟურნალიუგების იმედზე და აფრქვეთ სიძულვილს! ირაკლი ღარიბაშვილს ბუზს ვერ აუფრენთ, ბუზს!”

ფოტოზე: პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლეები

Cesko