საშინელი ტრაგედია გლდანში – 5 ადამიანი გაზით გაიგუდა, მათგან 3 ბავშვია

January 29, 19:26
0
903

გლდანში სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი. შემთხვევა გლდანი 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება პოლიციაც და კორპუსის სხვა მაცხოვრებლები.

როგორც ცნობილია, ოჯახი ბინაში ქირით ცხოვრობდა. „თბილისი ენერჯიში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ცოტა ხანში გაკეთდება, სადაც განმარტავენ, რამ გამოიწვია კონკრეტული უბედური შემთხვევა.

Cesko