თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, იძულებული ვიქნებით გარკვეული კადრები გავასაჯროვოთ – რატი ბრეგაძე

0
503
25 Views

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ თუ სააკაშვილის მხრიდან არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებული იქნება გაასაჯაროვოს კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელს უშლიდა ექიმების და სასამართლოს საქმიანობას.
“რა თქმა უნდა, სიმულციებთან გვაქვს საქმე, ეს თამამად უნდა ვთქვათ. მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე , თუმცა გარკვეული სიმულაციები არის. ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც არსებობს. ჩვენ აქამდე შეგნებულად ვიკავებდით თავს მსგავსი საუბრისგან, ყოველთვის მოვუწოდებდით მას რომ დამორჩილებოდა ექიმების თხოვნას, ჩაეტარებინა სრულფასოვანი მკურნალობა, ხელი შეეწყო, როგორც მას, ასევე, მის გარემოცვასაც მკურნალი ექიმებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, თამამად უნდა ითქვას, რომ სრულფასოვან მკურნალობას ვერ ვხედავთ, სიმულაციებს აქვს ადგილი.

რა თქმა უნდა არსებობს დამადასტურებელი მასალა, ასეთი არის ვიდეო-მასალა. ეს ვიდეო-მასალა ნათლად აჩვენებს, რომ ეს ადამიანი ხელს უშლიდა ექიმების საქმიანობას და ასევე, სასამართლოს საქმიანობას. ჩვენ ვერიდებით ამ ყველაფერზე საუბარს, მაგრამ თუკი მაღალი ინტერესი გამომდინარე, რასაც ჰქვია ქართველი ხალხის უსაფრთხოება, სახელმწიფოს უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი და ასევე, იმის დადასტურება, რომ საქართველოში არავის აწამებენ, და საქართველოსგან არ უნდა შეიქმნას მტრის ხატი. თუ არ შეწყდება სიმულაციური მოქმედებები, იძულებული ვიქნებით გარკვეული კადრები გავასაჯროვოთ​” – ამბობს ბრეგაძე.

წყარო : https://tia.ge/

Cesko