„ხელცარიელს ხომ არ გამოგვიშვებდნენ, სხვისი მიცვალებული გამოგვატანეს“ – კლინიკა „რუსთავში“ მიცვალებულები აერიათ

January 29, 15:07
0
587

კლინიკა „რუსთავში“ მიცვალებულები აერიათ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეა წიკლაური წერს.

„კლინიკა რუსთავში მიცვალებული შეგვიცვალეს!!!! ბებო ჩემო იშვიათი ბებო ძალიან მიჭირს, წარსულით ლაპარაკი, შენ მომავლის გმირი ხარ!! ჯერ ჩვენ უნდა გვქონოდა ყველაფერი, მერე თვითონ და სხვა დანარჩენს;

ჩვენით ხედავდი ირგვლივ ყოველივეს, 9 წლიდან 89 წლამდე შენი ხელ-ფეხი არ გაჩერებულა, 1 ლარიც არ გითხოვია არავისთვის, ერთი წუთიც კი არ წაგირთმევია ჩვენთვის, ერთი საყვედური არ გამიგია შენგან, პირიქით, სულ ცდილობდი შენით მოგეგვარებინა და სარგებელი მოგეტანა შვილებსა და შვილიშვილებისთვის და ასეც იყო!!! თავის ნაშრომსა და ყველა წუთს რომ აფასებდა, ამიტომ აფასებდა ჩვენსას.

ამაგი, ზრუნვა, სიყვარული, ერთგულება, გულწრფელობა, და დიდი იუმორი ეს იყო შენი ბუნება და ამ გარემოში გავიზარდეთ, შენი მონაგრი… ჩემო ფუტკარივით მშრომელო ბებო, როგორ ვაპატიო კლინიკა „რუსთავს“ შენი გატაცება, დღემდე ვერ გავარკვიე, იქ კრიმინალები არიან თუ მედპერსონალი, უპასუხისმგებლო, უტვინო, უთავმოყვარეო, ყველა სფეროშია, მაგრამ ეს რაც რუსთავის საავადმყოფომ გააკეთა ამას სახელი არ აქვს.

კლინიკა რუსთავში გარდაიცვალა ბებო, დაგვირეკეს „დიდი მწუხარებით“ და სანამ თბილისიდან რუსთავში ჩავედით, სხვას გაატანეს „ყასბები“. ხელცარიელს ხომ არ გამოგვიშვებდნენ…. სხვისი მიცვალებული გამოგვატანეს“, – წერს თეა წიკლაური.

Cesko