22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები – რას ჰყვება მოწმე

January 29, 11:55
0
233

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს.

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების, ალეკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესზე, უნდა გამოიკითხონ სავარაუდოდ მოწმეები.

პირველი მოწმე არის იმ ავტომობილის მფლობელი, რომლისგანაც მკვლელობის დღეს ბრალდებულებმა ავტომობილი იქირავეს. ლელა კორახაშვილმა დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ შეატყობინეს სამართალდამცველებმა რომ მის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი ინციდენტში მონაწილეობდა და ასევე, როგორ მიიღო შემდეგ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა. მოწმე ამბობს, რომ ავტომობილში რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი დახვდა, საკვები და ცარიელი ჭიქები.

მისი გამოკითხვის დროს ბრალდებულებს არანაირი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.
რაც შეეხება აკო ჭელიძის ადვოკატს, მისი თქმით, ჭელიძე აღიარებს დანაშაულს, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ეს ჯგუფურად გიორგი კავილაძესთან ერთად ჩაიდინა.
“ბრალდება ამბობს, რომ ბრალდებულები ჭელიძე და კავილაძე ერთად მივიდნენ სავარაუდო დანაშაულის ადგილას და ერთად დატოვეს აღნიშნული ადგილი. სწორედ ამიტომ ვარაუდობს, რომ მათ ჰქონდათ ერთობლივი განზრახვა, მხოლოდ ვარაუდს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენში, მე ვგულისხმობ ჯგუფურ დანაშაულს, არ დაეყრდნობა.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ალეკო ჭელიძის პოზიციას, იმ ფარგლებში რაც მან გააკეთა განცხადება ბრალის ნაწილობრივ აღიარებისა, მას სურს, რომ მე ამ თემაზე არ ვიდავო და, ბუნებრივია, არ ვიდავებ. ის არ ცდილობს პასუხისმგებლობის არიდებას და ის მზად არის სასამართლოს გამამტყუნებელი სასჯელისთვის,” – აღნიშნა აკო ჭელიძის ადვოკატმა, ონისე მარგიანმა.
Cesko