“რადგან ინგა გრიგოლიამ უკადრებელი იკადრა, ამიტომ ყველაფერი ღიად უნდა ითქვას…” – ქართველიშვილი გრიგოლიაზე

January 29, 12:17
0
2149

,,რადგან ინგა გრიგოლიამ უკადრებელი იკადრა პრემიერ-მინისტრზე და უბრალოდ, აღარ დატოვა სივრცე ამ თემაზე წაყრუების, ამიტომ ყველაფერი ღიად უნდა ითქვას.” – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას შესახებ.

როგორც ქართველიშვილი წერს, მოვა დრო, როდესაც ტვ პირველზე აღარ იმუშავებს და მერე ნუ გაუკვირდება, თუ მისი „საყვარელი კოლეგებიც“ წამოაძახებენ საგმირო საქმეებს!

,,უმადურობამ და ვერცხლისმოყვარეობამ, გამორჩეული და დაფასებული მოციქული მოღალატე იუდად გახადა თავის დროზე. რადგან ინგა გრიგოლიამ უკადრებელი იკადრა პრემიერ-მინისტრზე და უბრალოდ, აღარ დატოვა სივრცე ამ თემაზე წაყრუების, ამიტომ ყველაფერი ღიად უნდა ითქვას.

რატომღაც, მაშინ არ ჰქონია პრობლემა ღარიბაშვილთან, როცა მისი შვილი, სიძე და სიძის მამა სწორედ პრემიერთან იყვნენ დასაქმებულები საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე და „თბილად“ ცხოვრობდნენ. არც წარსული დავიწყებია ვინმეს, ძალიან გასაგები მიზეზების გამო – კიდევ ერთ მედროვეს, თარგამაძეს რომ მიეკედლა და ხალხს დაუჯერებელი დაპირებებით ატყუებდა.თუ ფიქრობს, რომ არავინ არაფერი იცის, ძალიან ცდება. მოვა დრო, რომ ტვ პირველზეც აღარ იმუშავებს და მერე ნუ გაუკვირდება, თუ მისი „საყვარელი კოლეგებიც“ წამოაძახებენ მის საგმირო საქმეებს! წაღებით ვერავინ ვერაფერს წაიღებს აქედან საიქიოში, დატოვებით კი მხოლოდ სახელს და ნათელ მოგონებას თუ დატოვებ. მაგრამ ზოგიერთი ვერც წაღებას რომ ვერ ახერხებს და ვერც დატოვებას!” – წერს ქართველიშვილი Facebook – ზე.

Cesko