“ფარულავა ჩემთან სახლში მოვიდა, ვიქეიფედ, ვიგრიალეთ და შემდეგ კი…” – ნახეთ რა შეემთხვა პეტრეს დაბადების დღეზე

January 29, 07:01
0
1290

დეკანოზი პეტრე კოლხი 27 იანვარს 42 წლის გახდა. დაბადების დღე წინა დღით, რადიოეთერის შემდეგ, სპონტანურად აღნიშნა, ვიწრო სამეგობრო წრეში. სიურპრიზებით დახუნძლული დღით ძალიან ისიამოვნა.

27 იანვარი კი ერთაწმინდაში, განმარტოებულად გაატარა, ფიქრებისა და მილოცვების კორიანტელში. ხმაურისა და ქაოსური რუტინის შემდეგ, უყვარს ხოლმე განმარტოება.

პეტრე კოლხი: – გადავწყვიტე მარტო ვყოფილიყავი. მეზარებოდა სტუმრიანობა. ძალიან გადავიღალე. თან ერთაწმინდაში ორმაგად მკაცრია ზამთარი, წყლის პრობლემაა და შარშანდელი წლებისგან განსხვავებით, თავი შევიკავე სტუმრიანობისგან.

რადიოში ჩემი საავტორო გადაცემა, წინა დღეს ჩავწერე, რომ ჩემს დაბადების დღეზე, აღარ მივსულიყავი. ბევრმა მეგობარმა დარეკა, მომილოცეს. მათ შორის – მამა გურამ ოთხოზორიამ, რომა რცხილაძემ, ლაშა ღლონტმა, ნინო ჩხეიძემ…
რადიოში რომ მომისმინეს, იუბილარ მამაოს გადაცემა მიმყავდა, დათო არჩვაძე სიმღერით და ია ფარულა ტორტით მომადგნენ! დათომ ცოცხლად იმღერა “ჩემო ბეღურა”, ჩემს ლექსზე ამერიკაში დაწერილი სიმღერა, რომელიც ორსულ ცოლს მიუძღვნა.  ამ სიურპრიზმა ძალიან გამახარა.
ჩაგვერთო გიორგი ფხაკაზე და ჟენევის პეიზაჟი დაგვათვალიერებინა. საოცარი სიტყვები მითხრა.
(გიორგი ფხაკაძე: მამა პეტრე, შენ ხარ უშველებელი ენციკლოპედია. ბევრ რამეს გეკითხები. ბევრი რამ სხვანაირად დამანახე… შენ მე დამარწმუნე, რომ ჩვენ, კოვიდის დროს, ღმერთი გვეხმარება.)

მერე გადავინაცვლეთ სხვაგან. იქაც ვიქეიფეთ, ვიგრიალეთ. თამადა იყო ია ფარულავა.

Cesko