„კანონიერი ქურდების” ახალი დაპირისპირება აფხაზეთში – ვინ არის „დუკა”, რომელიც რაულ ბარცბას წინააღმდეგ „კრიმინალურ თამაშებში” შემოდის

January 29, 15:09
0
1235

ომიკ­რო­ნის აფეთ­ქე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წევ­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა და­ი­წყო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მას შემ­დეგ, რაც რაულ ბარცბას კლა­ნის გავ­ლე­ნით, ე.წ. ად­გი­ლობ­რივ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ჩირო შო­ნი­ას ჭი­რი­სუ­ფალს მისი გალ­ში გა­დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცა, ბარცბას დრო­ე­ბით თა­ვის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში შე­კეტ­ვას ურ­ჩე­ვენ.

ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ჩირო შო­ნი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ენ­გუ­რის სა­ზღვარ­თან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბჟა­ნი­ას გუნ­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელოდ­ნენ, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი გალ­ში არ შე­უშ­ვეს და შო­ნია ზუგ­დიდ­ში დაკ­რძა­ლეს.

ბარცბას გავ­ლე­ნე­ბი მხო­ლოდ ბიზ­ნე­სი­თა და ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში გავ­ლე­ნე­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა – მას პო­ლი­ტი­კა­შიც გავ­ლე­ნე­ბი აქვს. ამის მა­გა­ლი­თი იყო, გა­ლის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­მურ ნა­და­რა­ია, რო­მე­ლიც რა­ი­ონ­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ბარცბას ყვე­ლა მი­თი­თე­ბას ას­რუ­ლებ­და.

სწო­რედ გუ­და­უ­თე­ლი კრი­მი­ნა­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი იყო ნა­და­რა­ი­ას ან­ტი­ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა, სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის აკ­რძალ­ვა, ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­ზე ზე­წო­ლა და დევ­ნა. ბარცბამ ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში მი­უ­ღე­ბე­ლი წე­სე­ბი შე­მო­ი­ღო – გა­და­წყვი­ტა, აფხა­ზეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის გავ­ლე­ნე­ბი შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა და ამის გამო არა­ერ­თხელ მო­უ­წია ქარ­თულ კლან­თან შე­ტა­კე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, ჯერ­ჯე­რო­ბით პოსტს ინარ­ჩუ­ნებს, ვი­ნა­ი­დან, ყვე­ლა სფე­რო­სა და უწყე­ბა­ში აქვს გავ­ლე­ნე­ბი.

ამ­ჯე­რად ბარცბას ის აფხა­ზი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბიც უტე­ვენ, ვინც პრო­ქარ­თულ კლან­ში არი­ან და რე­გი­ონ­შიც გუ­და­უ­თე­ლი კრი­მი­ნა­ლებ­თან და­უნ­დო­ბე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თობ­ლივ ბიზ­ნეს­სა თუ სხვა სა­ხის გავ­ლე­ნებ­საც ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

ბოლო დღე­ე­ბია რე­გი­ონ­ში იქ და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი დაურ გუბ­ლი­ას იგი­ვე “დუ­კას” გვარ-სა­ხე­ლი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. მის შე­სა­ხებ აქ­ტი­უ­რად წერ­და რუ­სუ­ლი მე­დი­აც.

politika-v-rashke.ru-ს ცნო­ბით, მისი წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გარ­და იმი­სა, რომ 1972 წელს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და და ასე­ვე სო­ხუ­მე­ლი მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის, იგი­ვე “მე­რაბ სუ­ხუმსკის” წრი­დან არის. მან აფხა­ზე­თი 2000-იანი წლე­ბის ბო­ლოს და­ტო­ვა და სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

2006 წელს, მას აფხაზ ე.წ. კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ­თან, ბე­სიკ ჯო­ნუ­ას­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და. ჯო­ნუ­ას თქმით, ის ადრე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მსა­ხუ­რობ­და და კრი­მი­ნა­ლის სტა­ტუსს არ იმ­სა­ხუ­რებ­და. ამის შემ­დეგ გუბ­ლია, ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში გავ­ლე­ნე­ბით ცნო­ბი­ლი შაქ­რო კა­ლა­შო­ვი­სა და ედიკ ასა­ტი­ა­ნის თა­ოს­ნო­ბით, კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო­დან გა­რი­ყეს.

თუმ­ცა, “დუკა” მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძის დახ­მა­რე­ბით 2013 წელს ისევ და­უბ­რუნ­და ძველ სტა­ტუსს. შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ცნო­ბით, ამ­ჯე­რად ბარცბას ჭკუ­ა­ზე მო­საყ­ვა­ნად აფხა­ზე­თის რე­გი­ო­ნის კრი­მი­ნა­ლურ თა­მა­შებ­ში “დუკა” შე­მო­დის.

წყარო: ambebi.ge

Cesko