“პირადად მიულოცეთ, ვისაც ასე ძალიან გინდათ. საიდან ასეთი საბჭოთა აზროვნება?!“ – ვახო სანაია

0
781
30 Views

„გამაოგნებელია. სამი ათწლეული გავიდა, ახალი თაობაც მოვიდა, მაგრამ ისევ ასე ახლო და ღრმაა საბჭოთა მენტალიტეტი. წულუკიანი რომ საბჭოთა ადამიანია, ეს ვიცით. ტრაგედია ისაა, როგორ ემორჩილება საზოგადოების გარკვეული სეგმენტები ამ 30-იანი წლების მეთოდებს. არადა როგორი კარიკატურულია ეს ყველაფერი თავის მინისტრის ვითომ სიმკაცრიანად. ხელისუფლება აწვდის და საზოგადოებიდან ვიღაცები უკან უბრუნებენ ბურთს. ესაა პრობლემა. ამის მკაფიო მაგალითია დაბადების დღის მილოცვა მინისტრისთვის ქუთაისი ოპერის თეატრის სახელით. რამ შეგაშინათ, ხალხო. ასე ადვილად როგორ გატყდით. ან რა ტექსტია, რა პათოსი. ჯერ ერთი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე რა უფლებით აქვეყნებთ დაბადების დღის მილოცვას ხელისუფლების წევრებისადმი ? პირადად მიულოცეთ, ვისაც ასე ძალიან გინდათ. საიდან ასეთი საბჭოთა აზროვნება?!“ – წერს სოციალურ ქსელში “ფორმულას” ჟურნალისტი ვახო სანაია.

Cesko