რა გახდა გიორგი კუთარაშვილის სიკვდილის მიზეზი?  – რას ამბობენ ოჯახის წევრები

0
896
48 Views

ქართლში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი ტყუპი ძმის, გიორგი კუთარაშვილის, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანამ საათზე მეტი დააგვიანა, რაც 31 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

– იმ წუთში დავრეკე სასწრაფოში. თან ვუთხარი, რომ აჩქარებულიყვნენ 31 წლის ბიჭია დაჭრილი-თქო, კაი ხნის მერე მოვიდა, სასწრაფომდე პოლიცია მოვიდა, – ამბობს ოჯახის წევრი.
სასწრაფო დახმარების სამსახური ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებს. დაზარალებული ოჯახი არ გამორიცხავს, რომ უწყებას სასამართლოში უჩივლოს.

შემთხვევა შიდა ქართლში, ახალსოფელში 1 იანვარს მოხდა. 31 წლის ვანო კუცარაშვილმა საკუთარ ტყუპისცალს, გიორგი კუთარაშვილს, სამზარეულოს დანით 10-მდე ჭრილობა  მიაყენა.

დაპირისპირება დედმამიშვილებს შორის სუფრაზე დაიწყო. დანაშაულში ბრალდებული ძმა დაკავებულია და მას დანაშაულის  დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Cesko