ქალს ბავშვი ხელში ჰყავდა აყვანილი და გზას კვეთდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა – დედა-შვილს მანქანა დაეჯახა!

0
268
266 Views

ქალაქ რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი დედა-შვილს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ქალს მცირეწლოვანი ხელში ჰყავდა აყვანილი და საავტომობილო გზას კვეთდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებულები ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

ინფო რუსთავი

Cesko